ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ACWA Power“-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ACWA Power"-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა. დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

"ACWA Power"-ი ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო