„საქსტატი“ - 2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 31.8 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია ჩინეთი, რუსეთი და ბულგარეთი.

„2022 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 592.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 66.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.4 პროცენტით გაიზარდა და 3 704.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (694.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (536.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (419.9 მლნ. აშშ დოლარი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო