მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ ღამე გონება დაკარგა და დაეცა

ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი, - ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. აღნიშნულს სააკაშვილის მინაწერიც ჰქონდა

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი“, - აცხადებს სააკაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს, მათ შორის, ნევროლოგ ოთარ თოიძეს დაკითხავენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო