„საქსტატი“ - 2022 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 042.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 %-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წელს, 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.

„2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (736.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (672.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (651.6 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 370.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 126.0 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 806.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 487.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 862.8 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 903.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 459.8 მლნ. აშშ დოლარით (8.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 618.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 336.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 775.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8 პროცენტი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო