პაატა მანჯგალაძე - რას ველოდებით, ადამიანი უნდა მოკვდეს? ახლა წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ამ პროცესს ეღობება „ქართული ოცნება“, რომელიც სააკაშვილის განადგურებას ცდილობს

ჩვენ რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ახლავე, დარბაზშივე მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, უმაღლესი კლასის სამი უცხოელი ექსპერტი დაიკითხა და სამივემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„ერთმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ სააკაშვილს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული წამების შედეგად. ტოქსიკოლოგმა დაადასტურა, რომ ის მოწამლულია და მესამემ თქვა, რომ ამ ადამიანს სეროზული ტრავმები აქვს მიღებული, რაც გამოიწვევს სააკაშვილის პარალიზებას. რას ველოდებით, ადამიანი უნდა მოკვდეს? რატომ იწელება პროცესი? ახლა ხომ არ წყდება გაშვება-არგაშვების ან ბრალეულობის საკითხი? ახლა წყდება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ამ პროცესს ეღობება “ქართული ოცნება” და ცდილობს სააკაშვილის განადგურებას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს