„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგარეჯოში მომხდარი ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე“, - წერს ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.