შალვა პაპუაშვილი - საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გააზრება ძალიან მძიმეა - მომხდარს თითოეული ჩვენგანი გლოვობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მან დაღუპულების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ,“ - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს