დავით მათიკაშვილი - გონჩარენკოსთვის, რომელიც ომის პარტიის ნაწილია, მნიშვნელოვანია საქართველოში დაინთოს ცეცხლი და გაიხსნას „მეორე ფრონტი“ - იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურია

გონჩარენკოს, რომელიც ომის პარტიის ნაწილია, ასევე მის მეგობრებს საქართველოში, არ უნდათ მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რასაც საქართველო აღწევს. მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინთოს ცეცხლი და გაიხსნას „მეორე ფრონტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში, უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, რომ უკრაინა „მადლობელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას“.

მისი თქმით, გონჩარენკო აცდენილია რეალობას ან მისი განცხადებები საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება.

„თუკი ის საქართველოს როლს ადრის ბალტიის ქვეყნებს, ნატოს- ს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც გადაფარებული აქვთ ნატო- ს ე.წ. უსაფრთხოების ქოლგა, ან ახალ ზელანდიას, რომელიც ათიათასობით კილომეტრით არის დაცილებული რუსეთს და უკრაინას, აქ სპეკულაცია ცალსახაა. თბილისიდან 50 კილომეტრში დგას რუსული შეიარაღებული ძალები, ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ყველაფერი სწორედ გონჩარენკოს მეგობარი და მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა, როცა იმ ქცევის შედეგად, რაც მათ ჩაიდინეს, ვერ აირიდეს და არ აირიდეს რუსული აგრესია, მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ახლა იმის თქმა, რომ საქართველო არ ეხმარება უკრაინას, ცოტა ამორალურიც არის. ეს „მეორე ფრონტის“ გახსნას ემსახურება. გონჩარენკოს, რომელიც ომის პარტიის ნაწილია და მის მეგობრებს საქართველოში, არ უნდათ მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რასაც საქართველო აღწევს. მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინთოს ცეცხლი, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ და როგორც გონჩარენკოს კიდევ ერთმა კოლეგამ ბრძანა, მხოლოდ უკრაინელი ქალების და ბავშვების შეწირვა არ მოხდეს ამ ომში. სხვა ქვეყნის ქალებისა და ბავშვების დახოცვით თითქოს რაიმე შვება ექნება უკრაინის ომს. ეს წარმოუდგენლად ამორალური განცხადებაა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება უკრაინასთან მიმართებით ხელისუფლების პოზიციონირებასაც უკავშირდება და როცა ასეთ შიშს ავლენს ქვეყანა, ის მაპ-საც ვერ მიიღებს. მათიკაშვილის თქმით, იარაღის გადაცემა და მოხალისეების ხელის შეწყობა აგრესორის მხრიდან ომში ჩართვად შეიძლება იყოს განხილული, რასაც შესაძლოა, რუსული აგრესია მოჰყვეს. მათიკაშვილი აქვე სვამს კითხვას - „ეს უნდა სერგი კაპანაძეს?“

სერგი კაპანაძე იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის უპასუხისმგებლობითაც მძიმე შედეგები დადგა 2008 წლის ომის შემდეგ. კაპანაძის მეგობრებმა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით გაახარეს რუსეთის ფედერაცია, სადაც პირდაპირ ქართულ მხარეს აქვს დაბრალებული ცხინვალის დაბომბვა და ფაქტობრივად ომის დაწყება. მარტივია ამ უპასუხისმგებლობის მორევში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მყვირალა განცხადებების გაკეთება, სადაც სიმართლე და რეალობა ნულს ქვემოთ არის,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

უკრაინასთან მიმართებით საქართველოს პოზიციონირებაზე ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.

„უკრაინას რომ „ბუკებს“ არ აძლევ და რაღაც მცირე შეიარაღებას, რადგან გეშინია, რომ რუსეთი დაგარტყამს, როცა ასე პოზიციონირდები, შიშს ავლენ, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ MAP-საც არ მივიღებთ - კიდეც რომ მოგცენ, არ მივიღებთ, რადგან გვეშინია. ე.ი. ჩვენ ამ პოლიტიკით მთლიანად ჩავეხსენით აქამდე არსებულ ტრადიციულ დასავლურ ვექტორს. ეს ვექტორი აღარ გვაქვს. დე ფაქტოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა