აკაკი მინაშვილი - იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს ევროპული პერსპექტივა და ჰქონდეს შანსი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ჰუმანიტარული მიზნით უნდა გაიყვანონ

მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ფაქტებით და არგუმენტებით საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აკაკი მინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დღეს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

მინაშვილის შეფასებით, ამას ისიც ემატება, რომ “არის საეჭვო ფაქტები სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით”.

მიხეილ სააკაშვილის განკურნება ამ პირობებში ვერ მოხდება. აუცილებელია მისი გაყვანა ქვეყნიდან, ეს ყველასთვის ნათელი და მკაფიოა. ფაქტია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკა „ვივამედში“ კიდევ უფრო დამძიმდა, რასაც ადასტურებენ „ვივამედის” წარმომადგენლებიც. ამასთან დაკავშირებით, იყო ერთი ადამიანი დაკითხული და მისი ჩვენებითაც გამოიკვეთა ეს. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად საერთაშორისო რეაქციებისა და პოზიციების გააქტიურებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან ევროკავშირსა და აშშ-ში. იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს ევროპული პერსპექტივა და ჰქონდეს შანსი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაიყვანონ ქვეყნიდან ჰუმანიტარული მიზნით”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო