სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი სომეხი ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს

საქართველოში სომხეთის საელჩო, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომეხი ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორზეა საუბარი.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„აღშფოთებული ვართ აზერბაიჯანული მხარის დაუშვებელი საქციელით იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც 17 იანვარს ბრუნდებოდნენ მთიან ყარაბაღში, მათ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის გამო, დაახლოებით 40 დღით ჩამოერთვათ მშობლების მზრუნველობა და დაშორდნენ ოჯახებს. როგორც აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნათლად ჩანს, „ეკოაქტივისტები“, რომლებიც გამოირჩეოდნენ ტერორისტებისთვის დამახასიათებელ ქცევით, გააჩერეს სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ლაჩინის დერეფნის გავლით ბავშვებს გადაჰყავდა სახლში, მთიან ყარაბაღში, ისინი დემონსტრაციულად ყვიროდნენ, დანიღბული შეიჭრნენ სატრანსპორტო საშუალებაში, უკანონოდ დაიწყეს ბავშვების ვიდეოგადაღება და მათ მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ამ ყველაფრის შედეგად ბავშვებმა ფსიქოლოგიური ტერორი განიცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა.

აზერბაიჯანული მხარის ეს ქმედებები არის სომხების მიმართ ამ ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე განხორციელებული სიძულვილისა და მტრობის, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების გადასახლების პოლიტიკის ნათელი მაგალითი, რაც იმ დონესაც კი აღწევს, რომ სამიზნე ხდებიან ბავშვები. ასეთ ქცევას არ აქვს გამართლება როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ისე ადამიანურ-მორალური განზომილებით.

ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სტრუქტურებმა, ცივილიზებული კაცობრიობის წარმომადგენლებმა მკაფიო შეფასება უნდა მისცენ აზერბაიჯანული მხარის ამ ამაზრზენ საქციელს, რათა თავიდან აიცილონ ახალი მსგავსი შემთხვევები“, -აღნიშნულია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო