ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რომელიც ტვინს ორკესტრირებას უწევს გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, დაზიანებულია - ეს არის სიგნალი, რომ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება

ვეგეტატიური ნერვული სისტემა გვაძლევს სიგნალს, რომ მიხეილ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია.

„შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო ლიტერატურაში ერთეულებითაა აღწერილი. ცნობილია, რომ მე-20, 30-ე დღის ჩათვლით პაციენტების მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ შიმშილობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, ან ისინი იღუპებიან. მისი ენცეფალოპათიური სინდრომები პროგრესირებას განიცდის და ვეგეტატიური სისტემის ნიშნით გამოვლინდებიან. ვეგეტატიურ სისტემას აქვს ჩვენი ენერგეტიკულ-მამოძრავებელი ფუნქცია. ის, რაც ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, ეს ლოკალურ ადგილებში წყდება, მაგრამ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს და ანაწილებს ფუნქციებს. ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია. საჭირო იყო სუდომოტორული ვეგეტატიური ტესტის ჩატარება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. სხვა ყველა ვეგეტატიური სინჯი დადებითია (უარყოფითი თვალსაზრისით). ასევე, ვერ მოხდა მისი წნევის დასტაბილურება, იყო ჰიპერტონიული კრიზები, კოლაფსი, კატასტროფული წნევის ვარდნა, რომელიც ზოგს გულყრა ჰგონია, მაგრამ ეს არის გონების კარგვის ვეგეტატიური შეტევები. ტემპერატურის ცვალებადობა, რომელშიც, არაა გამორიცხული, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის წვლილია, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ ინტოქსიკაციურ და ტოქსიკურ აგენტებსაც. ასევე არის შარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს