მიხეილ სარჯველაძე - საგარეჯოს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს - სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი

სულ ახლახან პარლამენტში, პერიპეტიები ახლდა იარაღის ბრუნვის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტს - განხილვის დროს პოპულარული იყო იმაზე საუბარი, რომ იარაღის ბრუნვის კუთხით მეტი თავისუფლება უნდა იყოს - ხელისუფლების დამოკიდებულება ამ მიმართულებით შეზღუდვების დაწესებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიიდან დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, თუმცა მსჯელობა იმ მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომელიც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ყველა სახელმწიფო ზრუნავს, თუ რა შეიძლება იყოს საპრევენციო ზომა და ღონისძიება, რათა ასეთი ტრაგედიები თავიდან იყოს აცილებული. სულ ახლახან პარლამენტმა კანონი მიიღო და იარაღის ბრუნვის კუთხით შეზღუდვები დააწესა. საგარეჯოს ტრაგედია გვაფიქრებინებს, რომ ახალი დასკვნები უნდა გაკეთდეს, ახალი რეგულაციები შემუშავდეს და ახალი აქციები დაიგეგმოს. სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს, როცა სამხედროებზეა საუბარი. სახელმწიფოს საკმაოდ ფართო და მაღალი დონის სერვისები აქვს შეთავაზებული, მათ შორის ყოფილი სამხედროებისთვის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. სახელმწიფოს მხრიდან ეს მიმართულება საკმაოდ დაფასებული და ყურადღებამიქცეულია. რა შეიძლება გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს, ეს მსჯელობის საგანია. ამ ყველაფერს მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვება დაგვანახებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

20 იანვარს, ღამით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. მან ეზოში მყოფი მოქალაქეები მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა