გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილზე - ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი დაავადებების შემთხვევაში სასჯელის გადავადება, მითუმეტეს გათავისუფლება არ ყოფილა

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი დაავადებების შემთხვევაში სასჯელის გადავადება, მითუმეტეს, გათავისუფლება არ ყოფილა - მქონია შემთხვევები, როდესაც მძიმე დაავადებების შემთხვევაში ამ მოსამართლესაც, სხვა მოსამართლეებსაც პატიმრის სასჯელის ვადის გადავადებაზე უარი უთქვამთ,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრ პატიმარს აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მძიმე დაავადებები, მაგრამ მათ მიმართ სასჯელის მოხდის გადავადების გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის დაავადებების საქართველოში მართვა სავსებით შესაძლებელია.

მისივე თქმით, „40 წელს გადაცილებულ ადამიანებს მეტნაკლები ხარისხით დემენცია აქვთ, მაგრამ თვითონ სააკაშვილის ყოველდღიური მოქმედება, განცხადებები, ეპისტოლეები, წერილების წერა არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რაღაცა ჭკუასუსტობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან აქვს ადგილი“.

„ჩემთვის მაინც მთავარი ის არის, რამდენად მძიმეა დაავადება. ზოგადად, რა თქმა უნდა, სააკაშვილს გარკვეული დაავადებები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამდენი ხნის განმავლობაში საავადმყოფოში არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა, თუმცა რამდენად მძიმეა ეს დაავადებები ერთია და ექვემდებარება თუ არა მართვას საქართველოს კლინიკაში მეორე. ჩვენს იმის პასუხად, რომ ყოველ დღე გვეუბნებიან, „აი, ვერ იცოცხლებს, რამდენიმე დღე დარჩა, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ“, ამის პასუხად, ღმერთმა დაიფაროს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. პირველ რიგში, პენიტენციურია დაინტერესებული, რომ რამე არ დაემართოს. ის ჩვეულებრივ პალატაშია და მას არ სჭირდება რაღაცა დამატებითი მკურნალობა. ის, რა თქმა უნდა, გარკვეულ მკურნალობას გადის, მაგრამ პოზიცია არის ის, რომ მისი დაავადებების მართვა, რომელიც მეტწილად თვითდაზიანებებითაც არის გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე სავსებით შესაძლებელია. ასეთი და შეიძლება ამაზე მძიმე დაავადებები ბევრ პატიმარს აქვს, შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდევაც, მაგრამ რეალურად, მათ მიმართ ასეთი მიდგომა არ ყოფილა. მე თვითონ ადვოკატი ვარ და ჩემდა სამწუხაროდ, მე მქონია შემთხვევები, როდესაც მძიმე დაავადებების შემთხვევაში ამ მოსამართლესაც, სხვა მოსამართლეებსაც უარი უთქვამთ სასჯელის ვადის გადავადებაზე,“ - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება