მიხეილ სარჯველაძე - არავითარი საშუალება არა გვაქვს უკრაინის მხარდაჭერაში სამხედრო მიმართულებით ჩავერთოთ - საქართველოსთვის უპირველესი საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

საქართველოს არავითარი საშუალება არა აქვს უკრაინის მხარდაჭერაში სამხედრო მიმართულებით ჩაერთოს - საქართველოსთვის უპირველესი ინტერესი საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, მოსწონთ თუ არა! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის თქმით, უსაგნო და არალოგიკურია კითხვა, ვის მხარესაა საქართველო.

„ასეთი კითხვების გაჩენა ხელისუფლების მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ძალების სურვილია. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც საქართველოს პოზიციონირების შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი პოზიცია დააფიქსირა. საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და აქტიურია. ამიტომ კითხვა: - ვინ მხარესაა, უსაგნო და არასწორია.

იმაზე საუბარი, თუ სიმბოლურად მაინც რატომ არ ხდება უკრაინისთვის სამხედრო სახმარების გაწევა - თუნდაც დანების გადაცემით, ძალიან პროვოკაციული შინაარსის მატარებელია ასეთი სიმბოლური დატვირთვის მქონე სამხედრო მხარდაჭერით, სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო