კელი დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - როდესაც ხალხს კითხვები უჩნდება საქმეების შედეგების სანდოობაზე, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს

უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის საქმე რომლის შესახებაც ბევრი კითხვა გაჩნდა ბრალდებებთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც ქართველ ხალხს უჩნდება კითხვები საქმეების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის წინააღმდეგ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთელი საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია მუშაობს საქართველოსთან ერთად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს. მაგრამ ამის მსგავსი საქმეები, რომელიც წარმოშობს კითხვებს კანონის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეების უნართან დაკავშირებით, აღასრულონ კანონი წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს მხოლოდ კანონის მიმართ ნდობას უთხრის ძირს“, - განაცხადა დეგნანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო