ლევან დავითაშვილი - საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს რეალურად შეუძლია მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლის შესრულება

საქართველოს რეალურად შეუძლია ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი გააჩნია საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ისაუბრა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს წრეებისწარმომადგენლების გარდა, საქართველოს დელეგაცია წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.

„დავოსის ფორუმის ძალიან სერიოზულ ნაწილს პოლიტიკური შეხვედრები წარმოადგენს და აქაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდი იყო საქართველოს მიმართ დაინტერესება და ეს ყველა მონაწილის მიერ აღინიშნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან, რეგიონის ლიდერებთან, პრეზიდენტ ალიევთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ჰქონდა, სადაც საქართველოს მნიშვნელობას ხაზი გაესვა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო