დიმიტრი პესკოვი - დასავლეთის დრამატული ბოდვა, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწევს, არაერთხელ იქნება მათი სინანულის მიზეზი, ამაში დარწმუნებული ვართ

რუსეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ორმხრივი ურთიერთობების უახლოეს მომავალში გაუმჯობესების არავითარი იმედი არ არსებობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი ინანიებს იმით თავის მოტყუებით, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწევს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ იარაღის ასეთი მიწოდება ძირეულად არაფერს შეცვლის, არამედ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს პრობლემებს შეუქმნის”, - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა: „ჩვენ ვხედავთ ნატო-ს ქვეყნების მზარდ არაპირდაპირ და ზოგჯერ პირდაპირ ჩართულობას ამ კონფლიქტში“.

„ჩვენ ვხედავთ ერთგულებას იმ დრამატული ილუზიისადმი, რომ უკრაინას შეუძლია წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე. ეს არის დასავლური საზოგადოების დრამატული ბოდვა, რომელიც არაერთხელ იქნება მათი სინანულის მიზეზი, ამაში დარწმუნებული ვართ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო