ჩერკასის მერი მიხეილ სააკაშვილს - თქვენი პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თქვენი პროევროპული პოზიციისთვის

პატივცემულო ბატონო მიხეილ სააკაშვილო! ჩერკასის საქალაქო საბჭო, აღმასრულებელი კომიტეტი და მერი ანატოლი ბონდარენკო გამოხატავენ თქვენს მიმართ პატივისცემას და მხარდაჭერას იმ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომელშიც ახლა იმყოფებით, - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ ჩერკასის მერი, ანატოლი ბონდარენკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომელსაც სააკაშვილი „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„ჩვენ გთვლით მსოფლიო დონის პოლიტიკოსად, პროგრესულ და გამორჩეულ პიროვნებად. თქვენი პატიმრობა უსამართლოა და შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად თქვენი პროევროპული პოზიციისთვის. ახლა ყველა უკრაინელი რთულ პერიოდს გადის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამო. მადლობას გიხდით უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი მტკიცე და ურყევი პოზიციისთვის, რაც არაერთხელ გამოგითქვამთ. ჩვენ გულწრფელად თანაგიგრძნობთ თქვენ და გისურვებთ იყოთ მამაცი და ძლიერი, როგორც ყველა უკრაინელი. გისურვებთ ძალას და გამძლეობას თქვენი ცხოვრების ამ მძიმე დღეებში. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი და ჰუმანიზმი გაიმარჯვებს და რაც შეიძლება მალე მიიღებთ სასურველ თავისუფლებას. ჩერკასი და მთელი უკრაინა თქვენთანაა, დაე, უფალმა დაგიფაროთ!“- აღნიშნულია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო