ექსპერტ-ფსიქოლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს

"ემპათიას" ექსპერტ-ფსიქოლოგის ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 45-წუთიანი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე-მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია.

მე მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვნახე, დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა... გამორიცხულია სიმულაციის შესაძლებლობა. 5 სხვადასხვა მეთოდი გამოვიკვლიე, სადღაც მაინც იჩენდა თავს. მან წინასწარ რა იცოდა რას ვკითხავდი?!“- განაცხადა ლიანა ჩოხელმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად