ჯოზეფ ბორელი - იმედი მაქვს „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ­რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა უკრაინაში მძიმე ტანკების გასაგზავნად და იმედოვნებს, რომ მათი მიწოდების გადაწყვეტილებას გერმანიაში თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ.

„ეს არის დისკუსია, რომელიც დღეს „რამშტაინის“ შეხვედრაზე გაიმართება და რომელზედაც ევროკავშირი იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას საჭირო იარაღი არა მხოლოდ მოსაგერიებლად, რასაც ისინი აკეთებენ, არამედ ტერიტორიის დასაბრუნებლადაც. ვფიქრობ, რომ უკრაინას სჭირდება საბრძოლო იარაღი და მძიმე ტანკები, რაც მან მოითხოვა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზად არის მიაწოდოს და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში ნატო-სა და სხვა ქვეყნების თავდაცვის უწყებების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც ესწრება. მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი