ექსპერტ-ფსიქოლოგი - სააკაშვილს დეპრესია არ აქვს, აპათიაა - აპათიაა ზუსტად დემენციის ერთ-ერთი ნიშანი

ექსპერტ-ფსიქოლოგის, ლიანა ჩოხელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ის 4 ნოემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც სააკაშვილი მწოლიარე მდგომარეობაში იყო, არ შეეძლო ადგომა და დაჯდომა. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტ-ფსიქოლოგმა, ლიანა ჩოხელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საგნობრივი აღქმა სწორი იყო, სიტუაციის აღქმა და ობიექტური გააზრება, გაძნელებული.

„სააკაშვილი იყო მწოლიარე მდგომარეობაში, ფიზიკური ასთენიის გამო არ შეეძლო მას ადგომა და დაჯდომა. მე, როგორც კლინიკურ ფსიქოლოგს მევალებოდა მისი ფსიქიკური ფუნქციების შესწავლა. აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნების კვლევა. გამოკვლევა დავიწყეთ აღქმით, საგნობრივი აღქმა სწორი იყო, სიტუაციის აღქმა და ობიექტური გააზრება გაძნელებული. დეზორიენტაცია იყო გამოვლენილი დროში. ამის შემდეგ ყურადღების კვლევაზე გადავედით. აქტიური ყურადღების, კონცენტრაციისა და გადანაცვლების გაძნელება იყო. ყურადღების კვლევისას, აქტიური ყურადღების კონცენტრაცია და გადანაცვლება გაძნელებულია. ასევე, ადგილი აქვს ფსიქიკურ პროცესს და ინერტულობას, განლევადობას. ჩვენი ყველა ტესტით, გამოკვლევის მონაცემებით გამოვლინდა გამოსაკვლევი პირის პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სააზროვნო პროცესების გაძნელება, მოტივაციის დაქვეითება, ინტერესთა სფეროს უგულებელყოფა, პასიურობა, ინაქტიურობა, ინტელექტუალურ-შემეცნებით და ემოციური ნებითი სფეროს მკვეთრი დაქვეითება, ამასთან, ასთენიურობა, განლევადობა, რომლებიც მიუთითებენ პიროვნების ფსიქიკის ორგანული ხასიათის მკვეთრ დაქვეითებაზე“,- აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სიმულაციას ჰქონოდა ადგილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ ტესტებს/სავარჯიშოებს ასრულებდა, ლიანა ჩოხელმა აღნიშნა, რომ არავითარ სიმულაციას არ ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.

რაც შეეხება დეპრესიასთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც ჩოხელი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს დღეს დეპრესია არ აღენიშნება.

„დეპრესია არ აქვს, დღეს არ არის დეპრესია. აპათიაა, აპათიაა ზუსტად დემენციის ერთ-ერთი ნიშანი“,- აღნიშნავს ის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა