კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცხელ ხაზთან - 293 11 11 მომხმარებლების დაკავშირება ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია.
კომპანიის ცნობით, სატელეფონო ქსელში ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა დღეს, 20 იანვარს 15:00 საათიდან.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში მომხმარებლებს კომპანიასთან დაკავშირება შეუძლიათ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქ გვერდისა და ვებ-გვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით.
საკომუნიკაციო ქსელში ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კომპანიის ცხელი ხაზის მომსახურება აღდგება.