პატრიარქი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, აღევლინება ლოცვები გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად, ასევე დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის.

„ყველა შეძრა საგარეჯოში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც შეეწირნენ ახალგაზრდები, - დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ნოდარ რჩეულიშვილი, ზაქრო მათიაშვილი და ღირსეული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელმაც საკუთარი თავგანწირვით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა.

სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულთა საოხად, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ახლობლებს მიანიჭოს ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე ამ ქვეყნად არ მთავრდება, არამედ გარდაცვალება დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა.

ასევე ვლოცულობთ დაშავებულთა გადარჩენისა და გამოჯანმრთელებისათვის. ღმერთმა ისინი მალე დაუბრუნოს საკუთარ ოჯახებს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო