ექიმ-ფსიქიატრი - მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაამძიმა 27 და 30 დეკემბრის ექსცესებმა, როდესაც ძალის გამოყენებით იყო მისი გადაყვანის მცდელობა

მიხეილ სააკაშვილის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაამძიმა 27 და 30 დეკემბრის ექსცესებმა, როდესაც ძალის გამოყენებით იყო მისი გადაყვანის მცდელობა - წამება მიეკუთვნება იმდაგვარ მოვლენას, რომ წამების მსხვერპლებს 100% შემთხვევაში უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - PTSD,- ამის შესახებ ექიმ-ფსიქიატრმა გიორგი ბერულავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში წამება ატარებდა კასკადურ ხასიათს.

„მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაამძიმა 27 და 30 დეკემბრის ექსცესებმა, როდესაც ძალის გამოყენებით იყო მისი გადაყვანის მცდელობა. ის დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რომელიც პრაქტიკულად წამებასთან არის გათანაბრებული. მარიამ ჯიშკარიანთან და ოთარ თოიძესთან ერთად მქონდა საშუალება გავცნობოდი ვიდეო მასალებს.

30 დეკემბერს როგორ და რა მდგომარეობაში იყო გადაყვანილი მეთერთმეტე დაწესებულებაში, არ მოგვეწოდა საგამოძიებო სამსახურის მიერ. რაც ვნახეთ, ფასდება, როგორც არასათანადო მოპყრობა და წამება...წამება მიეკუთვნება იმდაგვარ მოვლენას, რომ წამების მსხვერპლებს 100% შემთხვევაში უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - PTSD. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში წამება ატარებდა კასკადურ ხასიათს, რამდენიმე მოვლენაა", - აღნიშნავს ბერულავა.

მისივე თქმით, არ შეიძლება პატიმრობაში იმყოფებოდეს ის პირი, რომელსაც დემენცია აქვს.

„ეს ადამიანი რომ იმყოფება პატიმრობაში დემენციის დიაგნოზით ყოველი მისი დღე მისთვის არაჰუმანური მოპყრობაა. არ შეიძლება ეს“, - აღნიშნავს ბერულავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო