ფსიქიატრი გიორგი ვერულავა - სააკაშვილთან ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და მაჯის საათის წართმევა, ჩვენი ცენტრის და მარიამ ჯიშკარიანის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა

მიხეილ სააკაშვილთან ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და მაჯის საათის წართმევა, ჩვენს მიერ, როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ, ასევე მარიამ ჯიშკარიანის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა,- ამის შესახებ ფსიქიატრმა გიორგი ვერულავამ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების შესახებ მიმდინარე პროცესზე მოწმის სახით გამოკითხვისას განაცხადა.

მან ამგვარად უპასუხა სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის კითხვას, საერთოდ აქვთ თუ არა პატიმრებს მაჯის საათის ტარების უფლება.

როგორც გიორგი ვერულავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს მაჯის საათის ტარების უფლება არც ამ ინციდენტამდე ჰქონია, თუმცა მისი ჩამორთმევა შესაძლებელი იყო პაციენტის გამოღვიძების შემდეგ და არა შუაღამისას მასთან „შავარდნით“.

„ბატონო გელა, თქვენ გამოცდილი უფლებადამცველი ბრძანდებით და კარგად იცით, რომ წამება კასკადური მოვლენაა - ეს არაა მხოლოდ შეურაცხყოფა, ჯაჯგური, ფრჩხილების დაძრობა. რაც შეეხება მაჯის საათს, მისი ქონის უფლება მიხეილ სააკაშვილს არც ამ ინციდენტის ღამეს ჰქონდა არც მანამდე. რატომღაც აქტუალური ეს გახდა იმის შემდეგ, როდესაც მისი გადაყვანა არ მოხდა. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ამ უმძიმესი ეპიზოდის გადატანის შემდეგ, ამ ადამიანს ეს მაჯის საათი ჩამორთმეოდა მაშინ, როდესაც ის გამოიღვიძებდა, მაგრამ ღამის 12:30-დან 01:00-ის შუალედში შევარდნა და ამ მაჯის საათის წართმევა, ჩვენს მიერ, როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ, ასევე, მარიამ ჯიშკარიანის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადო მოპყრობა“, - განაცხადა გიორგი ვერულავამ.

ამასთან, სიტყვა „შევარდნა“ გააპროტესტეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მოუწოდა, „ილაპარაკოს მხოლოდ ის, რაც უნახავს პირადად“.

„რაც არ გინახავთ ტყუილად ნუ ლაპარაკობთ, თორემ გაგახსენებთ კიდევ სხვა რაღაცებს, რაც გინახავთ პირადად ჩემთან. თქვენ და ქალბატონი მარიამი ისხედით ჩემთან კაბინეტში, ყავას მიირთმევდით და იქ გამიჟღერეთ და თქვენი ხითხითიც კარგად მახსოვს, რომ თუ თქვენ დროულად არ შეგვიყვანთ ბატონ მიხეილთანო, ახლა ავდგებით და გავავრცელებთ ჭორს, რომ ნეიროლეფსიური წამება გქონდათ აქო, გახსოვთ ეს კარგად ? მე ძალიან კარგად მახსოვს. ხითხითიც ხომ კარგად გახსოვთ?“- განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს