არარატ მირზოიანი თბილისში სამმხრივი შეხვედრის იდეაზე - სომხური მხარე მზადაა მსგავსი შეხვედრისთვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტურად და პერსპექტიულად

სომხური მხარე მზადაა მსგავსი შეხვედრისთვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტურად და პერსპექტიულად, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ საუბრისას სააგენტო „არსენპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით.

„ჩვენ განვიხილავთ შესაძლო თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების სფეროში. ამჟამად განიხილება სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის იდეა. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და მზადაა ასეთი შეხვედრისთვის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტურად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია შეთანხმება, თუნდაც, უბრალო ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც გამოხატავს ვალდებულებას სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესთავაზა სომხეთთან მოლაპარაკებების გამართვა თბილისში, უმაღლეს დონეზე, მაგრამ, მისი თქმით, ერევანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა, რომ საქართველო, როგორც „ნეიტრალური და მიუკერძოებელი შუამავალი“, დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო