ემანუელ მაკრონი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 120 მილიარდი ევროთი გაზრდის წინადადებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, 2024-2030 წლების თავდაცვის ბიუჯეტი, თითქმის, 120 მილიარდი ევროთი გაიზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მაკრონის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის ბიუჯეტი, მომდევნო 7 წლისთვის, 413 მილიარდი ევრო გახდება, რაც 2019-2025 წლების ბიუჯეტზე მესამედით მეტი იქნება, რომელიც ამჟამად 295 მილიარდ ევროს შეადგენს.

„საფრანგეთს ეყოლება არმია, რომელიც მზად იქნება საუკუნის გამოწვევებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანვე დასძინა, რომ საფრანგეთი დიდ ინვესტიციას ჩადებს თვითმფრინავებში და სამხედრო დაზვერვაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო