გელა ნიკოლაიშვილი - ბოლო მოწმემ თქვა, რომ მას წამებად მიაჩნდა მაგალითად ის, რომ სააკაშვილს ნებართვის გარეშე მოხსნეს ხელიდან საათი იმ დროს, როცა არცერთ პატიმარს არ აქვს უფლება, მაჯის საათს ატარებდეს

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მორიგ სასამართლო პროცესზე ბოლო მოწმემ, ფსიქიატრმა, გიორგი ბერულავამ წამებაზე ისაუბრა, თუმცა წამების მის მიერ შემოთავაზებული დეფინიციის მიხედვით, ნებისმიერი პატიმარი საქართველოში წამების მდგომარეობაში იმყოფება.

გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მოწმემ მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტად დაასახელა ისეთი ფაქტები როგორიცაა მაგალითად ის, რომ ნებართვის გარეშე შევიდნენ და უთხრეს მსჯავრდებულს, რომ უნდა გადაგიყვანოთ.

„ბოლო მოწმემ ისაუბრა ფაქტობრივად წამებაზე, ძალიან ხშირად იყენებდა ამ სიტყვას და როდესაც განმარტება ვთხოვეთ, მან თქვა, რომ მას წამებად მიაჩნდა მაგალითად ის, რომ ნებართვის გარეშე შევიდნენ და უთხრეს მსჯავრდებულს, რომ უნდა გადაგიყვანოთ სხვა დაწესებულებაში, ნებართვის გარეშე მოხსნეს ხელიდან საათი იმ დროს, როდესაც არცერთ პატიმარს არ აქვს უფლება, რომ მაჯის საათს ატარებდეს, ის, რომ იყო ბადრაგის მოთხოვნა, შესულიყო საავადმყოფოს შენობაში, არ შეასრულა და ხელი მოკიდეს რამდენიმე ადამიანმა, აწიეს და შეიყვანეს, ის, რომ არ გააფრთხილეს წინასწარ რომ აქ უნდა გადაგიყვანოთ, არ შემოუშვეს მისი ადვოკატი უკრაინიდან, რაღაც გარკვეული პერიოდი არ შეახვედრეს „ემპათიის“ ექსპერტებს, ეს ყველაფერი მან შეაფასა წამებად. თუ წამებას შეიძლება ასეთი დეფინიცია მივცეთ, მაშინ დღეს ნებისმიერი პატიმარი ჩვენთან იმყოფება წამების მდგომარეობაში“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო