შალვა ხაჭაპურიძე - ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან, ხაჭაპურიძეებში ასე არ არის

ურთქმელიძეებში შეიძლება 40 წლის შემდეგ ყველას დემენცია აქვს და ჩვენთან ხაჭაპურიძეებში ასე არ არის, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კითხვას, რომელიც პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელთა მხრიდან სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 40 წლის ზემოთ ყველა ადამიანში შესაძლებელია რაღაც დოზით იყოს დემენცია.

ამასთან, როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ცოტა ხანში თავად სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე დაიკითხება მოწმის სახით, რადგან სასამართლო პროცესებზე საუბარი ძირითადად იმ პერიოდს ეხება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„თქვენ ხედავთ ბატონი ურთქმელიძის, ადამიანის, რომლის პროფესია არის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და მოწოდებული უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მის ცინიკურ დამოკიდებულებას თავად კოლეგებისა და მოწმეების მიმართ. ყველა მისი უკანონო ქმედებები ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული.

საერთოდ წარმოუდგენელია, მთელი საუბარი მიდის გორის ჰოსპიტალზე, მიდის საუბარი არასწორ მკურნალობაზე და ის, ვინც არასწორად მკურნალობდა და ხელმძღვანელობდა, მოწმედ ზის სასამართლო პროცესზე. მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, დაახლოებით, ამას ვუყურებთ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას შეუძლია კითხვების დასმა, უახლოეს დღეებში თავად ურთმელიძე დაიკითხება ჩვენ მიერ როგორც მოწმე", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ „40 წელს გადაცილებულ ადამიანებს მეტნაკლები ხარისხით დემენცია აქვთ, მაგრამ თვითონ სააკაშვილის ყოველდღიური მოქმედება, განცხადებები, ეპისტოლეები, წერილების წერა არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რაღაცა ჭკუასუსტობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან აქვს ადგილი“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო