ლაშა ძებისაშვილი - თუ ფრენები აღდგა, მოსკოვში ეს იქნება განხილული, როგორც რუსეთ-საქართველოს დაახლოების საკითხი, რასაც მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

თუ ფრენები აღდგა, მოსკოვში ეს იქნება განხილული, როგორც რუსეთ-საქართველოს დაახლოების საკითხი, რასაც მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, - ასე შეაფასა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება.

როგორც ლაშა ძებისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ორ სკამზე დაჯდეს.

„ერთის მხრივ, პოლიტიკურად აგრძელებს განცხადებას, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მომავალია. პრაქტიკულ განზომილებაში თუ შევხედავთ, 12 პუნქტთან დაკავშირებით, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნილებების თვალსაზრისით ნაბიჯები არ იდგმება. ამ მხრივ ბუნებრივია, რომ რუსეთისთვის ეს ვითარება მისაღებია.

ფრენების აღდგენას ორი მხარე აქვს: პოლიტიკური და პრაქტიკული მხარე. პოლიტიკურად ეს არის მკაფიო ჟესტი, რომ ხდება ორი სახელმწიფოს დაახლოება. ამას ვერავინ დამალავს. მესიჯი პირდაპირია. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი საგზაო ტრანსპორტით შემოვა, საზღვაო თუ საჰაერო. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არ ითვალისწინებს პოლიტიკურ მნიშვნელობას. თუ ფრენები აღდგა, მოსკოვში ეს იქნება განხილული, როგორც რუსეთ-საქართველოს დაახლოების საკითხი, რასაც მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა „რამშტაინის“ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრით, უკრაინისთვის კარგი შედეგი დაიდო.

მისივე თქმით, დასავლეთმა გაიგო, რომ უკრაინის ფრონტზე რუსული სამხედრო ძალების რადიკალური დამარცხების გარეშე, ომი მალე არ დამთავრდება.

„ერთი არის პოლიტიკური შედეგი, მეორე სამხედრო-პოლიტიკური და მესამე არის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. „რამშტაინმა“ აჩვენა, რომ არანაირი შეზღუდვები არ არსებობს მძიმე ტექნიკასთან დაკავშირებით. უკრაინამ ფრონტის იმ მონაკვეთზე, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ გარდატეხა უნდა შეძლოს. საუბარია ხარკოვისა და ხერსონის მსგავსი ოპერაციები უნდა განხორციელდეს. დასავლეთმა გაიგო, რომ უკრაინის ფრონტზე რუსული სამხედრო ძალების რადიკალური დამარცხების გარეშე, ომი მალე არ დამთავრდება“,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმ დახმარებისა, რასაც უკრაინა იღებს, ლოჯისტიკურ ჯოჯოხეთს აქვს ადგილი.

„სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა ტიპის იარაღს აწვდის. ხშირ შემთხვევაში იარაღი ლოჯისტიკურად არ არის თავსებადი. სამხედრო ორგანიზაციისთვის ძალიან რთულია ამდენი რაოდენობის, ოღონდ განსხვავებული კატეგორიის შეიარაღების ლოჯისტიკური მომარაგების და უზრუნველყოფის სისტემის აწყობა. ეს არის პრინციპული საკითხი, რომლის გარეშე სამხედრო წარმატება ვერ გვექნება“, - დასძინა მან.

ამასთან, მან ისაუბრა „რამშტაინის“ შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დასავლეთს უნდა რომ საქართველოს სახე შეუნარჩუნოს და წარმოადგინოს ერთიანი დასავლური ფრონტის და ბანკის შემადგენელ ნაწილად.

„ეს არის პოლიტიკური ჟესტი. ყველას ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად იმიჯის გადარჩენის მცდელობა. უკრაინისთვის, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გვაქვს გადაცემული. თავისუფლად შეგვეძლო მიგვეწოდებინა ისეთი ტიპის პროდუქცია, რასაც უნიფორმას ვეძახით: ზამთრის უნიფორმა, ჯავშან ჟილეტები და ჩაფხუტები ა.შ.“,- განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო