გენერალი გიორგი სურმავა საგარეჯოში მომხდარზე - არ მგონია, რომ პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგია - მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა, ომში და საომარ მოქმედებებში უფრო მეტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ გვქონია

შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა. საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული, - ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი სურმავას თქმით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ, საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში, ხუთს კლავს და ხუთს აზიანებს. არა მგონია სნაიპერი ყოფილიყო, ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესმის ზოგი გადასარჩენად მიდიოდა. თან გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული“, - განაცხადა გიორგი სურმავამ.

გიორგი სურმავას თქმით, არ ეთანხმება გავრცელებული აზრს, რომ შესაძლოა, დამნაშავეს პოსტკონფლიქტური სინდრომი სჭირდეს.

„რატომღაც ხდება აქცენტირება იმაზე, რომ ეს არის პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგი, მაგრამ მე ასე არ მგონია. მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ომში და საომარ მოქმედებებში კიდევ უფრო მეტმა ჯარისკაცმა და რეზერვისტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ გვქონია. მერე მეორე, შეუძლებელია, რომ ამხელა არსენალი ჯარიდან შეუმჩნევლად გამოიტანო, რადგან ჯარისკაცის დაკარგვაზე მეტი პასუხისმგებლობა ოფიცერს იარაღის დაკარგვაზე ეკისრება, ამიტომ შეუძლებელია, ძალიან დაბალია ამის ალბათობაც. ის ვერსია შესაძლებელია განაწყენებული ხომ არ იყო, მაგრამ რაზე უნდა ყოფილიყო განაწყენებული? ოფიცერი არ იყო, დაუმთავრდა კონტრაქტი და წავიდა“, - განაცხადა გიორგი სურმავამ.

ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს