ირაკლი ქარსელაძე UEFA-ს დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA-ს) დელეგაციას შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი განიხილეს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

„უეფას სპეციალური ჯგუფი შემადგენლობაში იყვნენ უეფას საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ, უეფას ტურნირებისა და ღონისძიებების დაგეგმვის დანაყოფის უფროსი პიტერ ნორდენსტრომი, U21 პროექტის ხელმძღვანელი ბეტინა გრესელი და სპეციალური კონსულტანტი ლუი სილვა.

უეფას წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, სამინისტროს ცნობით, უეფას წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სამუშაოების პროგრესს და ყველა მიმდინარე სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, U21-ის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.

საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონებზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე, ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა