ხათუნა ბურკაძე - საქართველოს მონაცემთა ცენტრების შექმნა რეგიონში ერთ-ერთ ციფრულ ცენტრად აქცევს

ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის, ხათუნა ბურკაძის განცხადებით, საქართველოში მონაცემთა ცენტრების შექმნისინიციატივა ხელს შეუწყობს ციფრულ ეკონომიკას და ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ციფრულ ცენტრად აქცევს.

ინფორმაციას ამის შესახებ „ჯეოქეისი“ აქვეყნებს.

„საქართველოში მონაცემთა ცენტრების შექმნა ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ციფრულ ცენტრად აქცევს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის შეთავაზება მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონისათვის“, რაც გულისხმობს საქართველოში მონაცემთა დაცვის ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობას. მსგავსი ინიციატივები და პროექტები საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და მთლიანად ციფრული ტრანსფორმაციისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება”, - განაცხადა ბურკაძემ.

მისი თქმით, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და პანდემიის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე ცხადყო, რომ ყოველდღიურად ყველა საკვანძო სფერო ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის.

„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იქცნენ იმ ინსტრუმენტებად თუ საშუალებებად, რომელთა მეშვეობით დისტანციურად და გარკვეული რესურსების დაზოგვით შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყანამ უზრუნველყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება“, - აღნიშნავს ბურკაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ციფრული პოლიტიკისა და ეკონომიკის გასავითარებლად აუცილებელია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე ორიენტირებულ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან ურთიერთობა.

„ციფრული რეალობის შესაძლებლობების გათვალისწინებით აუცილებელია ციფრული პოლიტიკისა და ეკონომიკის სათანადოდ განვითარება. ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის საჭიროა პერმანენტული ურთიერთობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე ორიენტირებულ კომპანიებთან, მათ შორის ამერიკულ და ევროპულ ტრანსნაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან. მათთან რეგულარული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და თბილისში, საქართველოს რეგიონებში აღნიშნული კომპანიებისათვის წარმომადგენლობების, მონაცემთა ცენტრების გახსნის შეთავაზება, რაც დაეფუძნება ორმხრივ დონეზე დადებულ საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებს. ყოველივე ეს ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც მოქალაქეთა კეთილდღეობის, ასევე მათი ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით”, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო