„ენერგოატომი“ - რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვერცერთი რეაქტორის ამუშავება ვერ შეძლეს

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვერცერთი რეაქტორის ამუშავება ვერ შეძლეს.

კომპანია ამის მიზეზად ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან უკრაინელი პერსონალის იძულებით გათავისუფლებას ასახელებენ, რომლებმაც რუსების მიერ ტერიტორიის დაკავების შემდეგ რუსული პასპორტების აღებაზე უარი განაცხადეს.

მათივე ცნობით, ახლა ოკუპანტები თავად ცდილობენ დამატებითი პერსონალი რუსეთიდან მოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გასული წლის მარტში დაიკავეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო