თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის გვერდითა კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა იქვე მდგომი მხოლოდ ერთი ავტომანქანა.

როგორც ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა, კედლის ჩამონგრევა სავარაუდოდ, წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

„კედლის კონსტრუქციის ჩამონგრევა მოხდა. დაშავებული არავინაა, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, ხვალ დილიდან დაიწყება ნაშალი მიწის და კედლის დარჩენილი სახიფათო ელემენტის დემონტაჟი და გატანა, აქვეა მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა ხარისხის დაზიანებაა და მომავალში რა უნდა ვქნათ. ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი და ახალი კედელი. მიზეზები ირკვევა, პირველადი დათვალიერებით, ეს არის წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. საფრთხის შემცველი კედლები, რომელზეც ამ ქუჩიდან „ამხანაგობისგან“ განცხადებები იყო შემოსული, ყველას რეაბილიტაცია გავაკეთეთ, მუნიციპალური ლაბორატორია დარჩენილ ორ კედელსაც გამოიკვლევს და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, - განაცხადა ვასაძემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს