მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს

მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ Vocea Basarabiei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე მუშაობა, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მეთოდებით, ეს არის რაც ყველას გვსურს”, - თქვა პოპესკუმ.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოლდოვის ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახა, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო