უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი - ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამწვავება რუსეთის ფსიქოლოგიური ზეწოლაა

ბელარუსის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამწვავება რუსეთის ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს,- ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„კონცეპტუალურად, ბელარუსის მხრიდან პირდაპირი სამხედრო საფრთხის თემის გამწვავება, როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველო უკვე იუწყებოდა, არის რუსული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. რა თქმა უნდა, დიქტატორ ლუკაშენკოზე ყველაფერი ვიცით, ბელარუსის რეჟიმის შესახებ. თუმცა არის ობიექტური რაღაცები: დამრტყმელი დაჯგუფების რაოდენობა, ძალებისა და საშუალებების მზაობა და სხვა მომენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეისთვის ბელარუსის მხრიდან სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის, მისი რუსეთის მხარეს მონაწილეობის, საფრთხე არ არის”, - თქვა უსოვმა.

მისივე თქმით, ვითარების შეცვლის შემთხვევაში “შესაბამისი ინფორმაცია იქნება” და აღნიშნა, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევისთვის “უკრაინა მზად არის და ყველა სცენარი შემუშავებული აქვს”.

„ცოტა ხნის წინ ვნახეთ, იგი [ლუკაშენკო] შეხვედრის დროს ლავროვს როგორ ასულელებდა, და ერთი მხრივ, უყვებოდა როგორ უყვარს პუტინი, შემდეგ კი უთხრა, რომ უკრაინის მხრიდან საფრთხეს ვერ ხედავს, და რომ უკრაინა უძლებს, ანუ დიქტატორ ლუკაშენკოს სუიციდალური ქმედებების ჩადენა არ სურს”, - თქვა იუსოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო