საფრანგეთში რუსული სახელმწიფო არხი RT-ს ფრანგულენოვანი განყოფილება მუშაობას წყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ BFM TV არხის დირექტორზე ქსენია ფედოროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ხუთწლიანი ძალისხმევის შემდეგ მთავრობამ თავისას მიაღწია - RT France-ის დახურვას… სახაზინოს მთავარმა სამმართველომ RT France-ის საბანკო ანგარიშების გაყინვა გადაწყვიტა, რაც ჩვენი მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის”, - თქვა ფედოროვამ.
ფედოროვამ აღნიშნა, რომ არხის საბანკო ანგარიშების გაყინვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-9 პაკეტის საფუძველზე მოხდა.
ცნობისთვის, სხვა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებთან ერთად, RT France-ის ევროკავშირში მაუწყებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იყო აკრძალული, თუმცა არხი მუშაობას აგრძელებდა, რათა მაუწყებლობა მომხდარიყო ქვეყნებში, სადაც ის აკრძალული არ იყო, მაგალითად, აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებში.