ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ახალი ეპისკოპოსი ჰყავს

დღეს, ევანგელურ-ლუთერულ თბილისის შერიგების ეკლესიაში, პასტორ როლფ ბარაისის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომელშიც ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკური, ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრაციიის ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, ევანგელური ეკლესიის პასტორი, შმაგი ჭანკვეტაძე.

„ ახლად არჩეულ ეპისკოპოსს საქართველოს მთავრობის სახელით მიულოცა და წარმატებები უსურვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ. ღონისძებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსები,ზვიად ტყაბლაძე და გიორგი პატაშური.

გასული წლის 19 დეკემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VI სინოდის მე-7 სხდომაზე, პასტორი როლფ ბარაისი ეპისკოპოსად აირჩიეს. ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება, ეპისკოპოსად კურთხვის ცერემონიის 2023 წლის 22 იანვარს გამართვის თაობაზე. როლფ ბარაისმა ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაანაცვლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო