პარიზში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანას შორის მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უთანხმოება გადალახონ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით, გერმანიის მთელი მინისტრთა კაბინეტი საფრანგეთის დედაქალაქში ერთობლივ შეხვედრებზე ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკასა და სხვა გამოწვევებს განიხილავს.
ამასთან, ორივე ქვეყნის 300 კანონმდებელი სორბონის უნივერსიტეტში ელისეს ხელშეკრულების 60 წლის იუბილის აღსანიშნად იკრიბება.
ქვეყნები სავარაუდოდ, განიხილავენ უკრაინის სამხედრო დახმარებასაც.
როგორც მედია წერს, უკრაინაში მიმდინარე ომმა გერმანიასა და საფრანგეთს შორის სტრატეგიაში განსხვავებები გამოავლინა, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ენერგეტიკული კრიზისი. ოფიციალურ პარიზსა და ბერლინს განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ ინფლაციისა და სამომავლო სამხედრო ინვესტიციების საკითხზეც.