საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფისში ხმაური იყო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისში ხმაური იყო.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მას შემდეგ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობა დატოვა, მათ შესვლის უფლებას აღარ აძლევენ. აქციის მონაწილეები მთავარ ოფისში აქციებს რამდენიმე დღეა, რაც მართავენ და ანაზღაურების მატებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილე განმარტავს, „ადმინისტრაციამ კერძო დაცვა დაიქირავა და არ უშვებს საშვის გარეშე დასაქმებულ ადამიანებს“.

აქციის მონაწილეები შესასვლელ კარს მუშტებს ურტყამენ და სკანდირებენ: „გამოდით“, „კარი გააღეთ!“.

"ჩვენ აქ გვაქვს უწყვეტი აქცია. დღეს არის მე-6 დღე. გუშინ აქ ღამე გავათენე, გამოვედი დაახლოებით 1 საათი, დაბრუნებისას ვიღაც გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ გვიშვებენ. სახელ-გვარს არ ამბობენ, არც საბუთებს გვაჩვენებენ. მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. აქციები დაწყებულია მაისის შემდეგ, უწყვეტ რეჟიმში აქცია 6 დღეა, რაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის