SANGU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდა.

„ყველა სტუდენტის სწავლის სრული დაფინანსებით SANGU დებს ინვესტიციას, რომ ქვეყნისთვის მომზადდეს კიბერუსაფრთხოების კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრები.

პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა უნიკალურია თავისი არსით და ითვლება მოწინავედ კიბერუსაფრთხოების სფეროში. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კი ასეთი ტიპის პროგრამა პირველი და ერთადერთია.

ვულოცავთ ჩვენს მაგისტრანტებს სწავლის დაწყებას, ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო