დაუნინგ სთრითის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მხარს უჭერს, ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ვიზიტს უკრაინაში.
პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ის „ყოველთვის მხარს უჭერს ყველა კოლეგას, რომელიც აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის უკან დგას და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ის ბუჩასა და ბოროდიანკას ეწვია. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და მას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.