ოლაფ შოლცი - გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, „ვიდრე საჭირო იქნება" რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა.

"ერთად, როგორც ევროპელებმა, დავიცვათ ჩვენი, ევროპული მშვიდობის პროექტი", - განაცხადა შოლცმა.

პარიზში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ორ ევროპულ ქვეყანას შორის მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ოფიციალური პარიზი და ბერლინი ცდილობენ, უთანხმოება გადალახონ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო