რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 14 მაისს გაიმართება.

Reuters-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ დაძაბული და ერდოღანისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა მანამდე მიანიშნა, რომ კენჭისყრის თარიღი, შესაძლოა, გადმოწეულიყო.

ერდღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ივნისში არჩევნები ემთხვევა ზაფხულის არდადეგების სეზონს, როდესაც ხალხი მოგზაურობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო