2015-2022 წლებში სასამართლოებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 6593 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 5565 ნებართვა გაიცა

2022 წლის პირველ 9 თვეში თბილისისა და რაიონული საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 982 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 722 დააკმაყოფილეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 982 შუამდგომლობიდან, 650 თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, 67 ქუთაისის, 41 გორის, 40 ზუგდიდის, 27-27 რუსთავისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა.

მოსამართლეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გასული წლის 9 თვეში განხილული შუამდგომლობებიდან 92 ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, 168 -ზე კი ნებართვა არ გასცეს.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა 650 განხილული შუამდგომლობიდან 462 დააკმაყოფილეს, 83 ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, 105 კი არ დააკმაყოფილეს.

გარდა ამისა, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 222 შუამდგომლობა, მათ შორის დაკმაყოფილდა 164, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 41, არ დაკმაყოფილდა 17.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2015-2022 წლებში რაიონულმა სასამართლოებმა ჯამში, 6593 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 5565 შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. როგორც ირკვევა, 2016-2022 წლებში რაიონული სასამართლოებიდან ყველაზე მეტი, 4059 შუამდგომლობა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, საიდანაც 3498 დააკმაყოფილა.

რაც შეეხება წლების მიხედვით მონაცემებს, 2021 წელს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თბილისისა და რაიონული საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 1207 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 1055 დააკმაყოფილეს, 29 ნაწილობრივ დააკმაყოფილეს, 123 კი არ დააკმაყოფილეს. 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 782 შუამდგომლობა განიხილა, 707-ზე კი ნებართვა გასცა.

2020 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თბილისისა და რაიონული საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 997 შუამდგომლობა განიხილა, 915 კი დააკმაყოფილა.

2019 წელს სასამართლოებმა 1037 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 875 დააკმაყოფილეს. 2018 წელს 1059 განიხილეს, 927 კი დააკმაყოფილეს.

რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლეებმა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 548 შუამდგომლობა განიხილეს, 499 კი დააკმაყოფილეს.

2016 წელს - 401, დააკმაყოფილეს 315, ხოლო 2015წელს განხილულია 362 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 257.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო