ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავენ

ბრაზილია და არგენტინა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ და ამ მიზნით ორი ქვეყანა ერთიანი ვალუტის განვითარების საკითხს განიხილავს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და არგენტინის ლიდერმა, ალბერტო ფერნანდესმა განაცხადეს.

„ვაპირებთ გადავლახოთ ბარიერები ჩვენს ბირჟებზე, გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ წესები და წავახალისოთ ადგილობრივი ვალუტების გამოყენება. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ დისკუსიები საერთო სამხრეთ ამერიკულ ვალუტაზე“, - ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

არგენტინისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობის აუცილებლობას რეგიონული ინტეგრაციის გასაძლიერებლად.

ერთიანი ვალუტის იდეა თავდაპირველად შარშან, ბრაზილიის ამჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა და სამინისტროს აღმასრულებელმა მდივანმა, ფერნანდო ჰადადიმ და გაბრიელ გალიპოლო წამოჭრეს. ამ საკითხზე ლუის ინასიო ლულა და სილვამ საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ისაუბრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო