პაატა მანჯგალაძე - კობახიძე ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს აგრძელებს - გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება

თურმე CNN და დასავლეთი არიან "გლობალური ომის ძალები" და ლავროვი და გავრილოვი ყოფილა კეთილისმყოფელი - კობახიძეს „გამორჩა" და გამოაქვეყნოს ტრანზიტთან დაკავშირებული სტატისტიკაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება არ ემზადება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის, არამედ, „საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად".

„კობახიძე აგრძელებს ანტიდასავლურ მავნებლურ პათოსს, რომ თავის ღალატი გაამართლოს. როცა CNN-ზე საუბრობს და მოიაზრებს "გლობალური ომის ძალის" შემადგენელ ნაწილად, როგორც დაამკვიდრეს ეს ტერმინი, თურმე CNN, დასავლეთი, დავოსში შეკრებილი ლიდერები არიან "გლობალური ომის ძალები," რომლებსაც საქართველოსთვის ცუდი უნდათ და ლავროვი და გავრილოვი ყოფილან კეთილისმყოფელი. კობახიძემ გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება. რუსეთი აკრიტიკებს და არ მოსწონს ევროპელი ლიდერები, უნგრეთის პრემიერის, ბელარუსის და სერბეთის პრეზიდენტის გარდა, ამ რიგში ჩაეწერა კობახიძე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის კი არ ემზადებიან, საქართველოს ამზადებენ რუსეთ-ბელარუსის კავშირში გასაწევრიანებლად. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, კობახიძეს "გამორჩა" და შეგნებულად იტყუება, ტრანზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია, გამოაქვეყნოს სტატისტიკა, რამდენი პროცენტით არის გაზრდილი ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით "ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია", რადგან საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო.

"სი-ენ-ენი" არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო