შალვა ალავერდაშვილი - კლიმატური პირობების გამო, გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა - დამსვენებლების უმრავლესობამ სასტუმროებში ჯავშანი გააუქმა

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა - დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გაურკვეველი მდგომარეობაა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, კერძოდ, ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა, ადგილობრივი ინსტრუქტორები უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების წინააღმდეგ წავიდნენ.

“სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული.

ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. კერძოდ, ეს არის უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების თემა, რომლებსაც ვერ ვარეგულირებთ კანონმდებლობით. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, 2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.

„2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა იქნება პერსონალი. ახალი რეგულაციით რატომ გადაწყვიტეს, რომ სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი 40 საათამდე შეიცვალოს? როდესაც ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, იცის, რომ 2-3 თვე უნდა იმუშაოს იქ, მზად არის უფრო მეტი საათი იმუშაოს. ის ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, სადაც მუშაობს. დამქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან“, - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024