გიორგი კაპანაძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილი აქვს, ხელში ჩაიგდოს მიშას პარტია მიშას გარეშე - თუ მელია გაიმარჯვებს, ამით წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მოიგებს პოლიტიკური ძალა: „ანტი მიშა“

სულ უფრო მიმყარდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ნიკა მელიამ გაიმარჯვა, ამით წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მოიგებს „ანტი მიშა“ პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდამჭერმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კაპანაძის შეფასებით, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისია. როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნების შედეგად, „ნაციონალური უძრაობიდან“ პარტია უნდა გადავიდეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„დღევანდელი თავმჯდომარე, რომელიც, სამწუხაროდ, წარმოადგენს ამ სტატუსის მქონე პირს, ჩამოყალიბდა „ანტი მიშა“ პირად. ის უკვე დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს მიშას პარტიაში. როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, ხელში ჩაიგდოს მიშას პარტია მიშას გარეშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ამის შესაძლებლობას არავის მისცემს. 2020 წელს ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი. სწორედ იმ პერიოდში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიკვეთა პარტიის შიგნით პირველი ღია კონტურები იმის შესახებ, რომ ნიკა მელია დაუპირისპირდებოდა მიხეილ სააკაშვილს. ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი, რომ პარტიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაესახელებინა მიხეილ სააკაშვილი. ის ამბობდა, რომ თუ ამას გადაწყვეტდა პარტია, მაშინ ის 5 ნომრით კენჭს არ იყრიდა და თავისუფალი ნომრით მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. ეს მოთხოვნა იმდენად კატეგორიული იყო, რომ ჩვენ ყველა გაკვირვებული ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაშინ ღიად და საჯაროდ ამის შესახებ არაფერი გვითქვამს იქამდე, ვიდრე მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ჭორაობა არ დაიწყო და მიშას პარტიის თავმჯდომარემ არ იჭორავა მიშას პარტიის წევრებზე. შეგახსენებთ, რომ მაშინ ნიკა მელია არ იყო პარტიის თავმჯდომარე, ის იყო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ კოალიციაში შემავალი არცერთი პოლიტიკური ძალა ამის წინააღმდეგი არ იყო.

მისი ღია და საჯარო განცხადებების მიხედვით შეგვიძლია გავუსვათ ხაზი იმას, თუ რა თქვა მან - რამდენჯერმე მან პერიოდულად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყო მისთვის პრიორიტეტული, რომ სააკაშვილი, ფაქტობრივად, წარსულის პოლიტიკოსია და მისი მეგობარი არ არის. ჩემი აზრით, ნიკა მელია დღეს არის „ანტი მიშა“ პირი. „ანტი მიშა“ პოლიტიკოსები ოპოზიციაში არიან და ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ სამწუხარო და ცინიზმი იქნება, მიშას პარტიის თავმჯდომარე რომ გახდეს „ანტი მიშა“ პირი. მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისია ის, რაც დღეს ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – „ნაციონალური უძრაობიდან“ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა გადავიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო